„ცენტრ პოინტ აჭარის" გაყიდვების მენეჯერის სალომე ჩარკვიანის დაკავებას საზოგადოება აპროტესტებს. მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ 3 მცირეწლოვანის დედა, პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.
პარლამენტის 6 დუპუტატი სალომე ჩარკვიანს თავდებში უდგება. სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერენ: გია ჟორჟოლიანი, გოგი თოფაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, ზურაბ ტყემალაძე, თამაზ ყაჭეიშვილი და ზაზა პაპუაშვილი.
ფხალაძის ინფორმაციით, ასევე თავდებობის სურვილი გამოთქვა მეუფე გერასიმემაც და შესაბამისი წერილი სასამართლოს წარუდგინა. ამის საფუძველზე სალომე ჩარკვიანის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღნიშნული პირების თავდებობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩეს, ალტერნატივის სახით კი გირაო 20 ათასი ლარი შესთავაზა.