logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: თანამდებობას დავტოვებ, როგორც კი ამას კანონი დამავალდებულებს
- +

13 ივლისი. 2016. 15:47


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე თანამდებობას მაშინ დატოვებს, როგორც კი ამას კანონი დაავალდებულებს.



არჩილ თალაკვაძის თქმით, ის შეუერთდა „ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდს, იმის გამო, რომ „ქართული ოცნება" არის გუნდი, რომელმაც უზრუნველყო, რომ დღეს ბიზნესი არის ხელშეუხებელი, ადამიანის უფლებები არის დაცული და მედიასივრცე თავისუფალი, ხოლო ჯანდაცვა ხელმისაწვდომი.



ეს არის ის წინაპირობები, რომლებსაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის თაოსნობით, დავაშენე და დავამატე წარმატებულ რეფორმებს. ეს არის განათლების და ეკონომიკური სფეროს რეფორმები. ეს არის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება საქართველოში, სახელმწიფო მმართველობის სისტემის მოდერნიზაცია და გაუმჯობესება. ეს არის ის მიზნები, რისთვისაც მე შევუერთდიქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner