logo_geo
eng_logo
ნოდარ ხადური: ამ ადამიანების შემოსვლით ქართული პოლიტიკა მოიგებს
- +

13 ივლისი. 2016. 15:56


ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს პრემიერმა წარადგინა, არიან ძალიან წარმატებული თავის საქმიანობაში.



მიუხედავად იმისა, რომ ისინი პირველ ნაბიჯებს დგამენ პოლიტიკურ არენაზე, მათ თავისი კვალი დატოვეს იმ საქმიანობაში სადაც იყვნენ. ვფიქრობ, რომ მათი შემოსვლით ქართული პოლიტიკა მოიგებს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.



„ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" პარტიის ახალი სახეები წარადგინა.

პარტიის ახალი სახეები არიან: თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა, სოფო ჯაფარიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner