უმრავლესობის დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ საგურამოში „ქართული ოცნების" ახალი სახეების წარდგენის შემდეგ, ახალ გუნდთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი საინტერესო ადამიანები არიან, ახალგაზრდები და განათლებულები.
„მე ვფიქრობ, რომ ისინი გამოიჩენენ თავს, თუმცა ერთი მინუსი ახლავს ამას - ცნობადობა ცოტა ნაკლებია, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ცნობადობა გაიზარდოს. დანარჩენი მათ არაფერი არ აკლიათ", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
ნიშნიანიძის თქმით, იქნება გუნდში.
„პარტიულ სიაში არა, მაგრამ მაჟორიტარი ალბათ ვიქნები ქუთაისში", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
მისი თქმით, ერთადერთი პარტია, რომელსაც უმრავლესობით გამარჯვების შანსი აქვს, არის „ქართული ოცნება".