„საფრანგეთის ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი ადასტურებს, რომ 2022 წელს ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„2022 წელს ისევ საპრეზიდენტო კანდიდატი ვიქნები“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ საფრანგეთის ამომრჩეველთა 67% თვლის, რომ მარინ ლე პენს და მოქმედ პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს კვლავ შეუძლიათ ბრძოლა 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მაგრამ გამოკითხულთა 70%-ს ასეთი დაპირისპირება არ სურს. თუ ისინი მეორე ტურში აღმოჩნდებიან, ფრანგების 37% ფიქრობს, რომ მაკრონი გაიმარჯვებს, ხოლო 25% მიიჩნევს, რომ ლე პენი გაიმარჯვებს. 38%-ს კი პასუხის გაცემა უჭირს.
ამასთან, 2019 წელს საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.