logo_geo
eng_logo
ტელეკომპანია „ფორმულას“ საქმეზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო
- +

9 აპრილი. 2021. 16:31

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციამ, სოფელ გამარჯვებაში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები“ - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოიკითხა ავტომობილის მფლობელი, რომელმაც აღნიშნა, რომ არის ტელეკომპანია „ფორმულას“ მძღოლი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება მეორე ფაქტს, რაზეც ტელეკომპანია ფორმულა საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შემოსულა, ინფორმაციის მიღებისთანავე, უწყება მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“ - აღნიშნულია განცხადებაში.

 

187-ე მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, მათ ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ. არხი იუწყება, რომ ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner