„უცნობმა“, იგივე გია გაჩეჩილაძემ, მის მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე, ევროპის მოედანზე მდგარ ბერლინის კედლის ფრაგმენტზე შემდეგი წარწერა გააკეთა: „ღმერთი სიყვარულ არს“.
სააგენტო „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ამ ქმედების გამო გია გაჩეჩილაძე მერიამ დააჯარიმა, რადგან უწყების თქმით, ამ შემთხვევაში ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერის გაკეთება კანონდარღვევაა.
მუნიციპალური ინსპექცია გია გაჩეჩილაძეს, სავარაუდოდ, 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმას გამოუწერს.