logo_geo
eng_logo
24 წლის ბონდ მღებრიშვილის ბელგიური წარმატება...
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

4 მარტი. 2016. 16:46



24 წლის ბონდ მღებრიშვილი ბელგიაში ცნობილი მსახიობი გახლავთ.  ერთ-ერთმა რეჟისორმა აღმოაჩინა, შემდეგ სხვებიც დაინტერესდნენ მისით. ცხრა წლის იყო, როდესაც საქართველოდან წავიდა და ოჯახთან ერთად ბელგიაში  საცხოვრებლად გადავიდა.


საკმაოდ რთული იყო მისთვის პირველი დღეეები, ადაპტირება უცხო ქვეყანაში. თუმცა, როგორც თავად ამბობს, დრო ყველაფრის მკურნალი აღმოჩნდა.



მე და ჩემს ძმას საქართველოს დატოვება თავდაპირველად ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა, შემდეგ შევეგუეთ ბელგიაში ცხოვრებას. თავდაპირველად, მარკეტინგის მენეჯმენტს ვსწავლობდი. შემდეგ კი კინო შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში", -  ამბობს „რეპორტიორთან" ინტერვიუში ბონდ მღებრიშვილი.


ბონდის დებიუტი შედგა ფილმში „წამებული" (Mujahid), მოკლემეტრაჟიან თრილერში, სადაც  მოკრივეს როლს ასრულებს.  ამის შემდეგ, მონაწილეობა სრულმეტრაჟიან ფილმში  „უკანასკნელი თამაში" (The last game) მიიღო, თურქული ბანდის მეთაურის როლი შეასრულა, სადაც იტალიურ მაფიას უპირისპირდება.  ბონდი  არამარტო ფილმებში, არამედ სერიალებსა და  სარეკლამო რგოლებშიც მონაწილეობს.



მისი თქმით, წარმატების მიღწევა ჯერ კიდევ ნაადრევია, ყველაფერი  ჯერ კიდევ წინ აქვს. ამაყობს, რომ ქართველია  და ქართველობა კარიერულ წინსვლაში ძალიან დიდ როლს ასრულებს.



„ჩემთვის ყველა როლი ძალიან საინტერესო და გამორჩეული იყო. განსაკუთრებით, გამოვარჩევდი, ქართველი რეჟისორის არმაზ ხორნაულის ფილმსახალი ცხოვრების დაწყება" (To start a new life), სადაც გენიალური გია ყანჩელის მუსიკაც ჟღერს. ამერიკაში ფესტივალზე იყო წარდგენილი და კინოკრიტიკოსებმა ნამუშევარს საკმაოდ მაღალი შეფასება მისცეს. ასევე გამოვარჩევდი ფილმებსვაჟის ოინები" (Son Oyun), „გველის ტვინი" (Snake brain), თითქმის ყველა დრამა და თრილერია, რაც მე ძალიან მიზიდავს, მითუმეტეს ნიჭიერი ხალხის გაკეთებული. ძალიან ცნობილი და დიდი რეჟისორები მირეკავდნენ, უამრავი დაინტერესება იყო ჩემს მიმართ. ახლა ახალ პროექტებზე მიმდინარეობს მუშაობაც და მოლაპარაკებებიც.  

 

 

ბევრი სირთულის მიუხედავად, რაღაც მაინც შევძელი და გავაკეთე, კიდევ უფრო ბევრს ვიშრომებ, რათა საქართველო ვასახელო...  " - აღნიშნავს  მსახიობი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner