logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: „ქართული ოცნების“ ახალი გუნდი სერიოზული გამარჯვების საწინდარია
- +

13 ივლისი. 2016. 16:39


პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" ახალი სახეები ძველ თანამებრძოლებთან ერთად 8 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებენ. კობახიძის განცხადებით, ყველა ახალი კანდიდატი თავის საქმეში ძალიან წარმატებულია.


„ეს არის ახალგაზრდა, განათლებული, ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდების გუნდი, რომელიც ერთად ძალიან ბევრ სასიკეთო და სასარგებლო საქმეს გააკეთებს საქართველოს პარლამენტში უკვე საკანონმდებლო დონეზე. 

 

ეს გუნდი ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად ნამდვილად არის საწინდარი ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული გამარჯვების 8 ოქტომბრის არჩევნებში.

 

ჩვენ ვიწყებთ ახალ გუნდთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც აქვთ საკმაოდ სერიოზული გამოცდილება სხვადასხვა სფეროში საქმიანობის", - განაცხადა მანანა კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner