logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ განახლებული გუნდი წარმატებით ჩაატარებს განათლებისა და ეკონომიკურ რეფორმებს“
- +

13 ივლისი. 2016. 16:40


„დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების" განახლებული გუნდი, რომელსაც დღეს შევუერთდი, მოახერხებს, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში წარმატებით ჩაატაროს განათლებისა და ეკონომიკური რეფორმები", - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ საგურამოში ჟურნალისტებს განუცხადა.



თალაკვაძის განცხადებით, გუნდის წევრები, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრმა წარადგინა, ბევრ წარმატებას მიაღწევენ.



რაც მთავარია, აქ არიან ადამინები, რომლეთან ერთადაც მე ოთხი წლის განავლოაში ვიმუშავე, ეს არის ის გუნდი, რომელმაც უზურნველყო, რომ დღეს სისტემურ დონეზე რეალურად ბიზნესი არის ხელშეუხებელი, ადამიანის უფლებები დაცული, მედიასივრცე არის თავისუფალი და ჯანდაცვა არის ხელმისაწვდომი ყველასთვის. ეს არის ის საფუძველი და ბაზისი, რაზეც უნდა დაშენდეს შემდგომი რეფორმები და ქვეყნის განვითარება. დარწმუნებული ვარ, რომქართული ოცნების" განახლებული გუნდი, რომელსაც მე დღეს შევუერთდი, საპარლამენტო გუნდი მოახერხებს, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში წარმატებით ჩაატაროს განათლებისა და ეკონომიკური რეფორმები. განავითაროს ქვეყანაში ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია, გააუმჯობესოს სახელმწიფო მმართველობის სისტემა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner