„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, მის კანდიდატურასთან დაკავშირებით ყველაფერი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
„დღეს წარდგენილი ადამიანები შერჩეული იყვნენ თავიანთი პროფესიონალიზმით, გამოცდილებით, ქვეყნის სამსახურში ყოფნით. დარწმუნებული ვარ, რომ დიდ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებასა და პროგრესში. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, უახლოეს მომავალში ყველაფერი იქნება ცნობილი. მე მესმის საზოგადოების და თქვენი ძალიან დიდი ინტერესი, თუ ვინ იქნება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპარლამენტო სიაში, თუმცა ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილია და ყველაფერს გაიგებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.