განათლების და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას „ქართული ოცნების" ახალ სახეებში ყველაზე მეტად ასაკობრივი ჯგუფი მოსწონს და ის, რომ ახალი წევრები აზროვნებენ თანამედროვედ და დასავლური ორიენტაცია აქვთ.
„ძალიან კმაყოფილი ვარ ახალი შემადგენლობის რამდენიმე მიზეზის გამო. მათ შორის ერთი მიზეზი არის ასაკობრივი ჯგუფი, რადგან ისინი არც ძალიან ახალგაზრდები არიან და არც ძალიან ძველგაზრდები.
ძალიან მომწონს, რომ მრავალფეროვანი გამოცდილება აქვთ. მათ შორის იურიდიული, ფინანსური და არასამთავრობო სექტორში მუშაობის. ეს ჩვენ და მათ გამოგვადგება. მე კმაყოფილი ვარ, რომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ისეთი ხალხია, როგორიც მაგალითად, ჩვენი მეგობრები და რაც მთავარია, აზროვნებენ თანამედროვე და დასავლური ორიენტაციით", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.