„დღევნადელმა აქციამ დაგვანახა, რამდენად დიდ ნაწილს არ სურს ხელისუფლებაში ნახოს რადიკალური ოპოზიცია“, - ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა „postv“-ის ეთერში განაცხადა.
„ამ აქციაზე იყვნენ ყველა პროფესიის, სხვადასხვა ასაკის ადამიანები და ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ თითქოსდა პოლიტიკასთან კავშირი, მაგრამ აქვთ უშუალო კავშირი იმასთან რაც ამ ქვეყანაში ხდება.
პირდაპირ დაფიქსირდა რაც იყო ამ შეკრების ძირითადი მიზეზი და მიზანი, რომ დაფიქსირებულიყო ადმიანების განწყობა - მათ არ უნდათ ნაბიჯი უკან უფსრულისკენ, ვინაიდან მათ მიაჩნიათ რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება, სწორედ ამის ტოლფასი იქნება“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.