2023 წლის დასაწყისისთვის ჩინური ფარმაცევტული კომპანიები ვაქცინების წარმოების მოცულობას წელიწადში 5 მილიარდ დოზამდე გაზრდიან. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ჩინეთის ვაქცინების წარმოების ასოციაციის პრეზიდენტის, ფენ დოცზიას განცხადებით, უკვე 2021 წლის ბოლოსთვის ვაქცინაციას ჩინეთის მოსახლეობის 70%, დაახლოებით მილიარდი ადამიანი გაივლის. შესაბამისად, შიდა ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ პეკინი ვაქცინების ექსპორტის გაზრდას შეძლებს.