პარტია „ევროპული საქართველო“ გოკა გაბაშვილმაც დატოვა. ამის შესახებ მან ინფორმაცია „ფეისბუქზე“ გაავრცელა.
„ამ ეტაპზე მეც, ჩემი მეგობრების მსგავსად, გადავწყვიტე საქმიანობა და ბრძოლა უპარტიო სტატუსით განვაგრძო. ევროპულ საქართველოში, ასევე, ბევრი მეგობარი რჩება და წარმატება მათ,“ - წერს გაბაშვილი.
ცნობისათვის, „ევროპული საქართველო“ დღეს პარტიის რამდენიმე წევრმა დატოვა. მათმა უმეტესობამ პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაცია საკუთარ „ფეისბუქ“-გვერდებზე გაავრცელეს.
„ევროპული საქართველო“ დღეს დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ, ლევან თარხნიშვილმა, გივი თარგამაძემ და გოკა გაბაშვილმა დატოვეს.