logo_geo
eng_logo
უკრაინის ხელისუფლება: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დასახლებული პუნქტის მიმართულებით ტერიტორია დანაღმეს
- +

10 აპრილი. 2021. 16:19

 

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაბომბვის შედეგად, ერთი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

 

„გაერთიანებული ძალების ოპერაციის“ შტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ ცეცხლი სხვადასხვა სისტემის ნაღმმტყორცნებიდან და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან გახსნა. კიევში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალების მებრძოლებმა დასახლებულ პუნქტ ზაიცევოს მიმართულებით ტერიტორია დანაღმეს.

 

უკრაინის აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ისაუბრა. ჟან-ივ ლე დრიანთან და ჰაიკო მაასთან საუბრისას, აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საფრანგეთმა რუსეთს მოუწოდა, უკრაინის საზღვართან ჯარების გადაადგილების მიზნობრიობა ეუთო-ს საშუალებით განმარტოს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner