logo_geo
eng_logo
თურქეთში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა - არის მსხვერპლი
- +

10 აპრილი. 2021. 17:12

 

თურქეთში ტურისტების ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 26 ადამიანი. ავტოსაგზაო შემთხვევა კონია -აქსარაის საავტომობილო გზაზე მოხდა. რუსი ტურისტების ავტობუსი კაბადოკიისკენ მიემართებოდა, ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა მოყინულ გზაზე მართვაზე კონტროლი დაკარგა და ავტობუსი თხრილში გადავარდა და ამოტრიალდა.

 

დაშავებულები კონიასა და სელჩუკის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner