logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ის, რაც წინა მთავრობებმა ვერ შეძლეს
- +

13 ივლისი. 2016. 18:10


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალი წევრის აკაკი ზოიძე განცხადებით, გუნდის წევრობა მისი წარმატების გამო გადაწყვიტა.


ზოიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ" გააკეთა ის, რაც წინა მთავრობებმა ვერ შეძლეს.



მიმაჩნია, რომ ეს ის გუნდია, რომელიც შეძლებს იმის განხორციელებას, რასაც ჰქვია მყარ ფუნდამენტზე ახალი სოციალური და ჯანდაცვის თემების აშენება. მათ გააკეთეს ის, რაც წინა მთავრობებს შეიძლება, უნდოდათ, მაგრამ ვერ გამოუვიდათ.

 

შექმნეს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის საფუძვლები და შეიმუშავეს საპენსიო დაზღვევის გრძელვადიანი პროგრამა. მიმაჩნია, რომ ეს სწორედ ის მიმართულებებია, რომელშიც ჩემი გამოცდილებით, ცოდნით და სხვადასხვა ქვეყანაში ანალოგიური რეფორმების განხორციელების გამოცდილებით, შემიძლია, ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო. შეიკრიბა ახალი გუნდი, კვირიკაშვილის მეთაურობით, რომელიც ყველაფერი ამის რეალურად განმხორციელებელია", - განაცხადა ზოიძემ.

 



მისი თქმით, გუნდში საკუთარ თავს სოციალური და ჯანდაცვის სისტემის სფეროში ხედავს.



რაც გააკეთა აქამდე ოცნებამ", ეს არის ძალიან კარგი ფუნდამენტი, მაგრამ ის საჭიროებს შემდგომ განვითარებას.

 

ჩვენი უნივერსალური ჯანდაცვის მიღწევამდე კიდევ შორი გზა გვაქვს გასავლელი. ადამიანებს არანაირი პრობლემა არ შეაწუხებთ დანახარჯებთან მიმართებაში.

 

მოგეხსენებათ, რომ იგივე წამლების პრობლემა არსებობს, დანახარჯები, ხანშიშესული და ქრონიკულად დაავადებული მოქალაქეებისთვის ერთი მხრივ და მეორე მხრივ, კარგად ვიცით, რომ ის პენსია, საპენსიო სისტემა, რომელიც დღეს არსებობს, რბილად რომ ვთქვათ, ვერ უზრუნველყოფს უზრუნველ სიბერეს და ვერ იცავს ბოლომდე მათ გაჭირვებისაგან. შესაბამისად, უნდა მოხდეს ამ სისტემის საფუძვლიანი რეფორმირება. სწორედ ამ ორი მიმართულებით მუშაობაში ვხედავ ჩემ როლს ამ გუნდში", - განაცხადა ზოიძემ.



„ქართული ოცნების" ახალი წევრები პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში წარადგინა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" განახლებული გუნდის შემადგენლობაში თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა და სოფო ჯაფარიძე არიან.



აკაკი ზოიძე გახლავთ კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული საერთაშორისო და სახელმწიფო მართვის მიმართულებით. აქვს საჯარო სამსახურის 7-წლიანი გამოცდილება. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის და აზიის 15 ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პროცესში როგორც მსოფლიო ბანკის, გაერო-, ევროგაერთიანების და აშშ- საერთაშორისო განვითარების ექსპერტს. ბატონი აკაკი წარმატებულია თავის საქმეში და, დარწმუნებული ვარ, ასეთივე წარმატებული იქნება პოლიტიკაშიც", - განაცხადა პრემიერმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner