logo_geo
eng_logo
თამარ ხულორდავა: არჩევნები „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება
- +

13 ივლისი. 2016. 18:11


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სიის ახალი წევრი თამარ ხულორდავა ფიქრობს, რომ არჩევნები „ქართული ოცნების" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება.



თამარ ხულორდავასთვის ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა ის მაჟორიტარობის კანდიდატი.



რაც შეეხება მისი საქმიანობის მიმართულებას, ხულორდავა იმ სფეროში იმუშავებს, სადაც მეტი გამოცდილება აქვს. საუბარია ადამიანის უფლებებსა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე.



შემოთავაზება პრემიერ-მინისტრისგან მივიღე. ძალიან კმაყოფილი ვარ ახალი გუნდით, რომელიც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო, რამაც პოლიტიკაში მოსვლის ნაბიჯი გადამადგმევინა. გუნდში შემავალი ადამიანების კვალიფიკაციასა და შრომისუნარიანობაში არანაირი ეჭვი არ მეპარება. ჩვენ შევძლებთ, ერთად ბევრი კარგი საქმე ვაკეთოთ. პარტიის შანსებს რაც შეეხება, ოპტიმისტურად ვაფასებ და მგონია, რომ არჩევნები ქართული ოცნების" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.



შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში, საზოგადოებას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" 15 ახალი სახე წარუდგინა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner