logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ოპოზიციის დაშლა შეუქცევად ხასიათს მიიღებს, საკითხავია, ვინ იქნება შემდეგ?
- +

10 აპრილი. 2021. 20:18

 

 

 „ოპოზიცია არჩევნების შემდეგ მიღებული ნოკდაუნისგან ვერ გამოდის, პარტიები ერთმანეთის მიყოლებით იშლებიან, ხოლო პოლიტიკურ განქორწინებებს ბოლო არ უჩანს“ - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „ევროპული საქართველოდან“ გიგი უგულავას, დავით ბაქრაძის, გივი თარგამაძის, ლევან თარხნიშვილისა და გოკა გაბაშვილის წასვლას.

 

მისი თქმით, ოპოზიციას არ აქვს იდეა, რომლის გარშემოც ისინი გაეთიანდებიან:

 

„გირჩის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ შემდეგ „ევროპული საქართველოს“ დაშლის შესახებ გავიგეთ. მართალია ქვეყანაში ვადამდელ არჩევნებს ვერ მიაღწია, მაგრამ მიაღწიეს პარტიის ვადამდელ ყრილობას. სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ ოპოზიციური პარტიების თავისუფლების და ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობის ხარისხი, პლინტუს ქვემოთაა (უგულავას საყვარელი ფრაზა). მარაზმია მაგრამ ფაქტია: პარლამენტის მანდატის გარეშე დარჩენილი ადამიანები პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ და მანდატს ჭრიან. პარლამენტში მოხვედრილი „გირჩი“ პარლამენტში შესვლის ნაცვლად, საკუთარ სამეფოს აფუძნებს. ვადამდელი არჩევნების მომხრე ბაქრაძე აღიარებს არჩევნების შედეგს, პარტია იმიტომ დაიშალა, რომ არჩევნებში დაბალი პროცენტი ავიღეთო. (ანუ არჩევნებს აღიარებს, მაგრამ მაინც აპროტესტებს). სატირალია სასაცილო რომ არ იყოს.

 

სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციას არ აქვს იდეა, რომლის გარშემოც ისინი გაერთიანდებიან. ხელოვნურად შექმნილი ერთობა კი ყოველთვის არამყარია. მარტივ მამრავლებად დაშლილ ოპოზიცია ნამდვილად არ არის იმ მდგომარეობაში, რომ რამე მოითხოვოს და ულტიმატუმების ენით ისაუბროს, ახლა საუკეთესო გამოსავალი იქნება თუ ისინი (ოპოზიცია) შევლენ პარლამენტში და ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობას შეეშვებიან! ოპოზიციის დაშლა შეუქცევად ხასიათს მიიღებს, საკითხავი არის, თუ ვინ იქნება შემდეგ?“ - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე

right_banner right_banner
არქივი
right_banner