logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: მოლაპარაკებები ოკუპანტ მხარესთან 13 წელია მიმდინარეობს, მაგრამ ამას ხელშესახები შედეგი არ მოაქვს
- +

10 აპრილი. 2021. 20:47

 

„მინდა მივუსამძიმრო ენგურში დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს ეს ტრაგიკული ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსული ოკუპაციის სიმძიმეს“, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

 

„დაკეტილი გადასასვლელები ადმინისტრაციულ საზღვარზე და გართულებული მიმოსვლა, ჩვენს მოქალაქეებს სძალავენ ფულს, ყველანაირად ავიწროვებენ, ეს იყო მიზეზი იმის, რომ ადამიანებმა ალტერნატიული გზების ძებნა დაიწყეს, რაც ამ ტრაგედიით დასრულდა. ეს არის იმ ოკუპაციის შედეგი, რომელიც დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს. მოლაპარაკებები ოკუპანტ მხარესთან 13 წელია მიმდინარეობს, მაგრამ ამას რეალური, ხელშესახები შედეგი არ მოაქვს. არის შემთხვევები, როდესაც გათავისუფლდნენ პატიმრები, ძალიან მცირე ხნით ჰუმანიტარული დერეფნები იხსნება ხოლმე, მაგრამ ეს გამონათებებია იმ მძიმე ვითარებაში, რომელიც გვაქვს. პროგრესი მოლაპარაკებებში ჯერჯერობით არ არის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

7 აპრილს, საოკუპაციო ხაზთან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურმა 4 ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილების ნათესავების ინფორმაციით, გალის მკვიდრები სხვადასხვა საჭიროებისთვის, შემოვლითი გზით ცდილობდნენ ზუგდიდში გადმოსვლას, რა დროსაც სავარაუდოდ, მდინარე ადიდდა და ოთხივე დინებამ გაიტაცა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner