logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: საკოორდინაციო საბჭო აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის საკარანტინო ვადის შემცირებაზე იმსჯელებს
- +

10 აპრილი. 2021. 20:32

 

 

 

„გადასასვლელები დაკეტილია და გალში მცხოვრებ მოქალაქეებს, რეალურად შეზღუდული აქვთ გადმოსვლის უფლება, თუმცა ხუთდღიანი კარანტინის თემაც გასათვალისწინებელია. მალე ამ რეგულაციის შესუსტებაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„თავის დროზე პუნქტი 5-დღიანი კარანტინის შესახებ გაჩნდა იმიტომ, რომ აფხაზეთში იყო ძალიან რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება. იქ ძალიან ცოტა ტესტი ტარდებოდა 24 საათის განმავლობაში და უმეტესობა იყო დადებითი. ანუ კოვიდვითარება აფხაზეთში უფრო მძიმე იყო ვიდრე დანარჩენ საქართველოში“, - განაცხადა სამხარაძემ.

 

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები, ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

7 აპრილს, საოკუპაციო ხაზთან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურმა 4 ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილების ნათესავების ინფორმაციით, გალის მკვიდრები სხვადასხვა საჭიროებისთვის, შემოვლითი გზით ცდილობდნენ ზუგდიდში გადმოსვლას, რა დროსაც სავარაუდოდ, მდინარე ადიდდა და ოთხივე დინებამ გაიტაცა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner