logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: „ნაცმოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ღიად თქვეს, რომ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ
- +

10 აპრილი. 2021. 21:17

 

„ნაცმოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ღიად აქვთ გაცხადებული რომ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, მედიაციამ ამ მიმართულებით რესურსი ამოწურა“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„კრისტიან დანიელსონმა წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც მეტნაკლებად ყველასთვის უნდა ყოფილიყო მისაღები. ამ პროცესში ჩართული იყო აშშ-ის ელჩიც. ამ დოკუმენტში ყველა მხარე უნდა წასულიყო კომპრომისზე. თავიდან ყველა მხარემ განაცხადა უარი, დღეს კი რამდენიმე პარტია აცხადებს, რომ მზად არიან მოლაპარაკებები განაგრძონ. რაც შეეხება „ნაცმოძრაობასა“ და ევროპულ საქართველოს“ ისინი ამ დოკუმენტს ხელს არ აწერენ“, - განაცხადა სამხარაძემ.

 

კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 30 მარტს გაიმართა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner