logo_geo
eng_logo
ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე მდინარეში შევიდა და გარდაიცვალა
- +

10 აპრილი. 2021. 21:26

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე მდინარეში შევიდა და გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა დაუდასტურა.

 

„დაახლოებით ერთი საათის წინ, მამაკაცმა თავისი ტელეფონი მდინარის პირას მყოფ ერთ-ერთ აქტივისტს მიაწოდა და წყალში შევიდა. იქვე მყოფებმა ახალგაზრდა კაცის გადარჩენა სცადეს, მაგრამ ის მდინარის სიღრმისკენ მიცურავდა, ბოლოს კი, დინებამ წაიღო.

 

ცხედარი ამ დრომდე არ უპოვიათ. ამ ეტაპზე გამიჭირდება თქმა, უკავშირდება თუ არა მისი გადაწყვეტილება „ნამახვანჰესის“ მშენებლობას“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ვარლამ გოლეთიანმა.

 

შსს-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ ადგილზე მაშველები მუშაობენ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner