logo_geo
eng_logo
შსს-მ დმანისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავა
- +

10 აპრილი. 2021. 21:49

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და განზრახ უკანონოდ დაკავების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე შ.ზ. დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ზ.-მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით უზრუნველყო ერთ-ერთი მოქალაქის უკანონო დაკავება.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე და 332-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner