logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია უკვე გათვალისწინებულია და ევროპელ პარტნიორებს ამის შესახებ ეცნობათ
- +

10 აპრილი. 2021. 22:28

 

„წინა მოწვევის პარლამენტმა ბოლო სესიაზე მიიღო კანონი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესში ცვლილების შესახებ. 1 კვირის შემდეგ გამოვიდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.წინა პარლამენტს სამუშაო უკვე დასრულებული ჰქონდა, ვეღარ შეიკრიბებოდა. ვენეციის რეკომენდაციების ნაწილის გათვალისწინება წინა პარლამენტის მიერ ვერ მოესწრო“, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

 

მისივე განცხადებით, ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია უკვე გათვალისწინებულია და ევროპელ პარტნიორებს ამის შესახებ ეცნობათ.

 

„ამ მოწვევის პარლამენტმა ორი კვირის წინ, შეიტანა ზუსტად ის ცვლილებები, რომელსაც ვენეციის კომისია ითხოვდა. ეს მარტივი გადასამოწმებელია, ნებისმიერ ადამიანს შეუძია აიღოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და შეადაროს იმ იმ ცვლილებებს, რომელიც ჩვენ გავატარეთ. რაც შეეხება დაფინანსების ნაწილს, ეს არ არის ახალი დათქმა. ეს ადათქმა შემოვიდა 2020 წლის დასაწყისში, როდესაც ითქვა, რომ საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების მეორე ტრანში გადმოირიცხებოდა მას შემდეგ, რაც ვენეციის რეკომენდაციები შესრულდებოდა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner