logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი მთავარი მიზანია, შავი ზღვა იყოს მშვიდობისა და თანამშრომლობის ზღვა
- +

11 აპრილი. 2021. 02:21

 

 

„ჩვენი მთავარი მიზანია, შავი ზღვა იყოს მშვიდობისა და თანამშრომლობის ზღვა“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგასთან, ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც თურქეთში ვიზიტით იმყოფება.

 

ერდოღანმა მხარეებს მოუწოდებს, უკრაინაში არსებული კრიზისი მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით მოაგვარონ. თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ თურქეთის პოზიცია, ყირიმის არაღიარებასთან მიმართებაში, კვლავ მტკიცედ უცვლელია.

 

ვლადიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner