logo_geo
eng_logo
თბილისის საკრებული კონკურსს აცხადებს
- +

13 ივლისი. 2016. 18:25


კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სხვა დარგში მოღვაწე პირების შემოქმედებით აქტივობას, პროფესიულ ზრდასა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენასა და წახალისებას, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვასა და საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.


ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ყოველგვარი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე. გამონაკლისს წარმოადგენს ნომინაცია წლის საუკეთესო ესსე, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის.


კონკურსში განიხილება ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნებისმიერ თემატიკაზე შექმნილი/გამოცემული საავტორო ნაწარმოები.


კონკურსანტს შეუძლია თითო ნომინაციაში მხოლოდ ერთი ნაწარმოების წარმოდგენა.


საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოები არ უნდა იყოს რომელიმე ენიდან თარგმნილი ნაწარმოები. ნაწარმოების გვერდების რაოდენობა შეზღუდული არ არის.


პროზის, პოეზიისა და ესსეს ქართულენოვანი ვერსია მიიღება ელექტრონული ან ბეჭდური სახით, ხოლო სიმღერის, ფერწერის, ქანდაკების, ფოტოს, არქიტექტურული ნამუშევრის წარმოდგენა შესაძლებელია გამოხატვის ნებისმიერი ფორმითა და ხერხით (MP3, CD, JPEG, PDF ვერსია).


კონკურსანტი პირად ელექტრონულ მისამართზე ადმინისტრაციისგან მიიღებს შეტყობინებას - მასალების სრულყოფილად მიღების ან ხარვეზების გასწორების მოთხოვნის შესახებ.


დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:


http://tbsakrebulo.gov.ge/


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner