logo_geo
eng_logo
პრინც ფილიპის დაკრძალვას ბრიტანეთის პრემიერი არ დაესწრება
- +

11 აპრილი. 2021. 11:38

 

 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიას არ დაესწრება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

„დაუნინგ სთრითის ათში“ ამბობენ, რომ ამის მიზეზი „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებია. შეზღუდვების გამო დაკრძალვის ცერემონიას მხოლოდ 30 ადამიანი დაესწრება – პრინცის შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები და ოჯახის ახლო წევრები.

 

პრინც ფილიპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დიდ ბრიტანეთში გლოვა გამოცხადდა. ქვეყანაში სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში 9 აპრილს გარდაიცვალა. პრინც ფილიპს 17 აპრილს დაკრძალავენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner