იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში საძიებო სამუშაო ინტენსიურად მიმდინარეობს.
„წუხანდელის შემდეგ, სამძებრო-სამაშველო სამუშაო მიმდინარეობს. დაახლოებით, 100-მდე მაშველია ამ პროცესში ჩართული, 15 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე. ექოლოტიც არის. ჩამოყვანილია ეკიპაჟები სხვადასხვა ქალაქიდან. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს“, -აცხადებს ზვიად შალამბერიძე.
თვითმხილველების ინფორმაციით, ნამოხვანთან ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე თბილისიდან ჩასული კაცი მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.