logo_geo
eng_logo
ფოთის მეტალურგიულ ქარხანაში ორი მამაკაცი დაშავდა
- +

11 აპრილი. 2021. 11:40

 

 

ფოთში, ნაბადის უბანში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში სატვირთო ავტომანქანის საბურავი გასკდა, მომხდარის შედეგად ამავე საწარმოში დასაქმებული ორი მამაკაცი დაშავდა.

 

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით ჯერ სენაკის კლინიკა „არქიმედეში“, მოგვიანებით კი ქუთაისის კლინიკა „უნიქალ მედიში“ გადაიყვანა.

 

„ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე და რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას. მას ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა. მეორე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია და ის კლინიკიდან სავარაუდოდ, დღეს გაეწერება“, – განაცხადა კლინიკა „უნიქალ მედის“ გენერალურმა დირექტორმა, შოთა მარუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner