logo_geo
eng_logo
მიტროპოლიტმა სტეფანემ ფოთელ მიტროპოლიტ გრიგოლს დახმარება სთხოვა
- +

11 აპრილი. 2021. 13:41

 

 

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა საკვირაო ქადაგებისას ფოთის მიტროპოლიტს, გრიგოლ ბერბიჭაშვილს დახმარება სთხოვა და მოუწოდა მას, ამბოხებულ სასულიერო პირებთან კავშირი დაამყაროს.

 

მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებით, თუ იქნება მონანიება, სადამსჯელო ღონისძიებები აღარ იქნება.

 

„ფოთელ მეუფეს ვთხოვ, რომ ამბოხებულებთან დაამყაროს კავშირი და შემოვიდნენ კანონიერ ჩარჩოებში და მათი ქმედება აღარ გაგრძელდეს იმ მიმართულებით.

 

მადლობას გადავუხდი, თუ ასე იქნება, ეს ხალხი მოინანიებს და აღარ დაგვჭირდება გაგრძელება იმ ღონისძიებების, რომლის გატარება გინდა არ გინდა გიწევს, როცა აღკვეთ ამბოხს. ამბოხის აღკვეთა არ ხდება მხოლოდ შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეთი.

 

ვისაც სინანული აქვს, იმათ გულში ჩავიკრავთ და ყველაფერს ვაპატიებთ, ამისთვის მზად ვართ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ საკვირაო ქადაგებისას.

 

ინფორმაციისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი მეუფე სტეფანეს არ ემორჩილება და აცხადებს, რომ მან ეპარქია უნდა დატოვოს.

 

ამ მიზეზით, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ რამდენიმე სასულიერო პირს ზიარება აუკრძალა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner