„მესამე ტალღა დაიწყო ქვეყანაში, მაგრამ გვინდა, რომ ის მაქსიმალურად მართვადი იყოს და არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე ეპიდემიის კლასტერები, რაც აქამდე გვაქვს, პირდაპირ და არაპირდაპირ უკავშირდება თავშეყრის ადგილებს სხვადასხვა მიზეზით.
ამირან გამყრელიძე საზოგადოებას დაწესებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.