logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტარი მანფრედ ვებერი: პუტინმა საკუთარი ქმედებების ფასი უნდა გაიგოს
- +

11 აპრილი. 2021. 14:09

 

 

„პუტინმა საკუთარი ქმედებების ფასი უნდა გაიგოს“, - ეს ევროპარლამენტში „კონსერვატიული ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქციის ხელმძღვანელის, მანფრედ ვებერის განცხადებაა, რომელიც უკრაინის საზღვართან სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

 

ვებერის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა კრემლს უნდა დაანახონ, რომ თუ ის უკრაინის აღმოსავლეთით სიტუაციის ესკალაციას გააგრძელებს, პასუხი იქნება ცალსახა და ძლიერი.

 

ვებერი მიიჩნევს, რომ ანგარიშები უნდა გაეყინოთ რუს ოლიგარქებს, ასევე რუსეთის ფედერაცია სვიფტის საერთაშორისო გადახდის სისტემისგან უნდა გაითიშოს.

 

„დოზირებული სანქციების დრო წავიდა, პუტინმა საკუთარი ქმედებების ფასი უნდა გაიგოს“, – აცხადებს ვებერი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner