თბილისში ე.წ ახალ გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა. ინციდენტის დროს გზაზე ავტომობილები გადაადგილდებოდნენ. შემთხვევის შედეგად, გზაზე არსებული ჯებირი და ავტომობილი დაზიანდა.
როგორც თბილისის მერიაში report.ge-ს განუცხადეს გზის გაწმენდით სამუშაოები უკვე დასრულებულია. მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.