მაია ჯაბუა იმედი „დილის შოუში“ თავის პირველ გასტროლებს და შემდეგ დატოვებულ განცდებს იხსენებს:
„ჩვენ გაგვიმართლა ძალიან და პატარა ასაკიდან დავიწყეთ მოგზაურობა, ბევრი ქვეყანა ვნახეთ. მახსოვს ჩვენი პირველი გასტროლი, ჰოლანდიაში ძალიან პატარები ვიყავით 9-10 წლის. ჩვენთვის აღმოჩენა იყო უცხო ქვეყნის, უცხო კულტურის მაგრამ როცა ჩამოვედი ზუსტად ვიცოდი რომ თბილისის გარდა სხვაგან ცხოვრება არ მინდა. შემიძლია გავძლო და სხვაგან ვიცხოვრო, მაგრამ არ ვიქნები ბედნიერი.“- ამბობს ჯაბუა.