logo_geo
eng_logo
რომან კაკულია: უპრეცედენტოდ მაღალ მხარდაჭერას მოვიპოვებთ
- +

13 ივლისი. 2016. 18:29


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალი წევრი რომან კაკულია აცხადებს, რომ მისი პარტიაში გაწევრიანება მყისიერი გადაწყვეტილება არ ყოფილა და მას წინ გარკვეული ანალიზი უძღოდა.



ამ ანალიზმა ჩემთვის ცხადი გახადა, რომ ეს არის სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც უფრო მეტად აქვს იმის მაჩვენებელი, რომ შეძლოს იმ გამოწვევების გამკლავება, რომელიც დღეს ქვეყნის წინაშე დგას. ვფიქრობ, ჩვენ უპრეცედენტოდ მაღალ მხარდაჭერას მოვიპოვებთ, სწორედ იმიტომ, რომ ყველა ძირითად პარამეტრში, რითაც ამომრჩეველმა უნდა შეაფასოს პოლიტიკური ძალა, ქართულ ოცნებას" მკაფიოდ გამოკვეთილი წარმატება აქვს ისეთ პარამეტრებში, როგორიცაა ადამიანის უფლებები. ეს არ არის მთავრობა, რომელიც ცდილობს, რომ ადამიანის ძალადობაზე დააფუძნოს მისი მომავალი მმართველობა", - განაცხადა კაკულიამ.



მისი თქმით, რაც მთავარია, საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში, მთავრობა მაქსიმალური პრაგმატულობით, პასუხისმგებლობით გამოირჩევა ქვეყნის წინაშე.



კიდევ შემიძლია გამოვყო ის, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში, უკვე ჩამოყალიბდა პროფესიონალთა გუნდი. პარტია გამორჩეულია ოთხი პარამეტრით - ადამიანის უფლებებით, ბიზნესის წარმოებით, პრაგმატული პოლიტიკით და მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროფესიონალების გუნდით. მხოლოდ მე კი არა, ასე ფიქრობს დარწმუნებული ვარ, ამომრჩევლების დიდი ნაწილი", - განაცხადა კაკულიამ.



კითხვაზე, როგორ ხედავს საკუთარ თავს ამ გუნდში, კაკულია აცხადებს, რომ ამის შესახებ საბოლოოდ ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერ არ არსებობს.



ამ ეტაპზე, ვმუშაობ ძირითადად, პროგრამის ნაწილზე, რომელიც საგარეო თემებს ეხება, თუმცა, როგორც ჩემი გამოცდილებიდან (სოფლის მეურნეობაშიც თითქმის იგივე პერიოდი მაქვს ნამუშევარი, ჩემი მუშაობა უკავშირდებოდა მმართველობასთან დაკავშირებულ თემებს, საჯარო თემებს) ბევრი სფერო იქნება, სადაც ჩემი დაახლოებით, 25-წლიან სახელმწიფო სამსახურის პერიოდში მიღებულ გამოცდილებას, გუნდის წევრებთან ერთად შევჯერდებით, სად იქნება გამოყენებული", - განაცხადა კაკულიამ.



„ქართული ოცნების" ახალი წევრები პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში წარადგინა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" განახლებული გუნდის შემადგენლობაში თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა და სოფო ჯაფარიძე არიან.



რომან კაკულია - მას აქვს დიდი გამოცდილება ევროპულ  სტრუქტურებთან ურთიერთობის კუთხით, ამჟამად გახლავთ ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატში. ამ დეპარტამენტის კოორდინაციით თითქმის ყველა სამინისტროში დღეისათვის მიმდინარეობს ევროკავშირის ინსტიტუციონალური განვითარების პროექტები რომლებიც აძლიერებენ და მხარს უჭერენ  ჩვენს სახელმწიფო უწყებებს ევროკავშირთან დახლოებისათვის და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებუილების შესრულებაში", - განაცხადა პრემიერმა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner