ყვარელი-ველისციხის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ალაზნის ხიდთან, ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაშავებული სამი პირიდან ერთი, 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.
ასევე მძიმეა 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება.
ამასთან, ყვარელი-ველისციხის საავტომობილო გზაზე, ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მანქანაში მყოფი ახალგაზრდა ქალი.