logo_geo
eng_logo
ეკა კახიანი: მე მქონდა ძალიან ძლიერი ფობიები, ძალიან ცუდად ვიყავი...
- +

11 აპრილი. 2021. 21:05

 

 

ეკა კახიანმა იმედის „დილის შოუში“ მის ხასიათზე და შიშებზე ისაუბრა.

 

„ძალიან მიყვარდა გაბუტვა. ბავშვობაში მქონდა ასეთი შემთხვევა, კლასელს გავებუტე, რაღაც სისულელეზე და 2 წელი არ ველაპარაკებოდი. ძალიან ცუდი თვისებაა ეს, ამიტომ ვცდილობ რომ ისეთ კონფლიქტებში არ შევიდე სადაც ამ თვისების გამოვლენა მომიწევს. ვიცი რომ უნდა ვაპატიო და ვმუშაობ მაგაზე.“ - განაცხადა კახიანმა.

 

 

მან ასევე თავის შიშებზე ისაუბრა და თქვა:

 

„მე მქონდა ძალიან ძლიერი ფობიები და ძალიან ცუდად ვიყავი, ეს იყო ავადმყოფობის შიში მაგრამ გავუმკლავდი. ეს ფობია რომ მომეხსნა, სხვა რაღაცის გამიჩნდა და ასე ხდებოდა ჩანაცვლება, შემდეგ ფსიქოლოგთან დავდიოდი და ეს შიშიც გადავლახე. ყოველი საზღვარგარეთ გასტროლის წინ გვიბარებდნენ და გვეუბნებოდნენ„ ბავშვებო თქვენ ეხლა მიდიხართ კაპიტალისტურ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ ძალიან ბოროტი ხალხი, არავის დაელაპარაკოთ და არაფერი გამოართვათ, რადგან შეიძლება გაგიტაცონ და ვერავინ გიპოვოთ“,  ეს შიში ეტყობა დამელექა გონებაში და ერთ-ერთ გასტროლზე, ოჯახებს მივყავდით თავისთან სახლში და ყველა გადავნაწილდით ცალ-ცალკე უნდა წავსულიყავით, ავტობანზე რომ გავედით ისე შემეშინდა ავტეხე ტირილი, და დამაბრუნეს სასტუმროში. ამ დროს ყველა დასაჩუქრებული, ბედნიერი მოვიდა, მე კიდევ ნამტირალები ვიჯექი სასტუმროში. ესეც ერთგვარი ფობია იყო.“ - ამბობს კახიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner