ანანურის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტრაილერის მძღოლმა მკვეთრი მოხვევის დროს საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი გარდაიცვალა.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.