logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: მოხიბლული ვარ „ქართული ოცნების“ ახალი სახეებით
- +

ავტორი ანა ფერაძე

13 ივლისი. 2016. 18:47


უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორთან" „ქართული ოცნების" ახალ სახეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი წევრებით მოხიბლულია, რომელიც მათ პარტიას და მთელს ქვეყანას წაადგება.




„ძალიან პოზიტიური განწყობა მაქვს, მოხიბლული ვარ „ქართული ოცნების" ახალი სახეებით. საკმაოდ კვალიფიციური ახალგაზრდები და ამავე დროს, გამოცდილი ადამიანები არიან.

 

ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას" და ჩვენს ქვეყანას მათი ცოდნა და გამოცდილება წაადგება. ამავე დროს, ჩანს, რომ არიან ქვეყნის ერთგულები.

 

რაც შეეხება სხვა ახალი წევრების ვინაობას, უახლოეს მომავალში საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილი გახდება. გუნდში გვაქვს პირობა, რომ ყველამ ცალ-ცალკე არ ვისაუბროთ", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner