logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: მე თვითონ ვარ ჩემივე ცინიზმის საგანი ხშირად
- +

11 აპრილი. 2021. 23:46

 

 

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი გადაცემა „ნოესთან“ მასზე გავრცელებულ აზრს რომ ის ცინიკოსია ასე პასუხობს:

 

„პოლიტიკოსისთვის ცინიზმი რამდენად მომგებიანია არ ვიცი მაგრამ ცხოვრება ამის გარეშე ძალიან ძნელია, იმიტომ რომ მე ჩემს თავთანაც ძალიან დიდი ცინიკოსი ვარ და ეს ჩემმა ოჯახის წევრებმა იციან, მე თვითონ ვარ ჩემივე ცინიზმის საგანი ხშირად.  მუდმივად სერიოზულად თუ შეხედავ საკუთარ თავს შეიძლება ძალიან დიდ უბედურებაში გაეხვე. ფრანგულში არის ასეთი გამოთქმა „ თუ გკითხავენ ვინმეზე როგორი ადამიანია, და გიპასუხებენ რომ ო, ეს ისეთი ადამიანია რომელიც თავის თავს სერიოზულად აღიქვამს“ ეს ფრანგებისთვის ძალიან ცუდი დახასიათებაა. მე დიდი იმედი მაქვს რომ ჩემი ეს ცინიზმი ადამიანებს ძალიან დიდ განსაცდელში არ აგდებთ რადგან ეს არ არის ჩემი მიზანი.“ - ამბობს თეა წულუკიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner