„პრობლემებს მე არ ვერიდები, მიმაჩნია რომ ეს არის დაუშვებელი სისუსტე“- ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანმა განაცხადა გადაცემა „ ნოესთან“.
„პრობლემებს მე არ ვერიდები, მიმაჩნია რომ ეს არის დაუშვებელი სისუსტე. პრობლემას რომ ვხედავ მიმაჩნია, რომ მას უნდა შევეჭიდო. როდესაც მე არ ვარ ემოციურად რაღაც პროცესში ჩართული ან არ გამოვხატავ პირდაპირ აზრს, და ჩხუბის საჭიროების შემთხვევაში არ ვჩხუბობ ეს ნიშნავს რომ ან ის ადამიანი არ მაინტერესებს ან ის პროცესია სულერთი ჩემთვის. “ - ამბობს წულუკიანი.