„ნაკლია თუ დადებითია არ ვიცი, მაგრამ ადამიანებს პირველივე ჯერზე ვენდობი“ - ამის შესახებ თეა წულუკიანი საუბრობს გადაცემაში „ნოესთან“.
„თუ მიმდინარეობს რაიმე ტიპის დისკუსია, მოლოდინი მაქვს რომ იყოს ფაქტები და არგუმენტები, იმიტომ რომ მე ჩემს თავს არასდროს ვაძლევ უფლებას ამ ყველაფრის გარეშე ხმა ამოვიღო. თუმცა ეს ნაკლია თუ დადებითია არ ვიცი, მაგრამ ადამიანებს პირველივე ჯერზე ვენდობი.“ - თქვა თეა წულუკიანმა.
მან ასევე გაცემული ნდობის სისწორეზეც ისაუბრა :
„უმეტეს წილად ეს ნდობა ამართლებს, თუმცა როდესაც არ ამართლებს ეს არის ძალიან დიდი იმედგაცრუება. მე ძალიან მაღალ თანამდებობაზე დამინიშნავს ადამიანები რომელსაც ვენდე და აღმოჩნდა რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მე დღემდე არ ვნანობ ამას, რადგან ბევრი ადმიანებისთვის მე მიმიცია გასაქანი. მე მიყვარს ადამიანებს მივცე შესაძლებლობა, ოღონდაც კი ჰქონდეს ინიციატივა.“ - ამბობს მინისტრი.