თეა წულუკიანი გადაცემა „ნოესთან“ ისეთ სენსიტიურ თემას შეეხო როგორიც აფხაზეთი და დევნილი ბავშვებია.
„ძალიან მაწუხებს საკითხი, რომ ჩნდებიან დევნილები, ბავშვები ვისაც შეიძლება , თუ ჩვენ არ ვიმუშავებთ, არ ჰქონდეთ ზუსტი განცდა რაღაცეების. მე ვცდილობ, რომ მერიკოს ვესაუბრო აფხაზეთზე, სოხუმზე თავის ენაზე ხანდახან სასაცილო სიტუაციებშიც ვვარდებით მაგალითად, ამას წინათ საქართველოს ეროვნულმა არქივმა, ახალი წლის მისალოცი ბარათი გამომიგზავნა შავ-თეთრ ფერებში ზედ სოხუმის ფოტო თოლიებით და პირველი აზრი რაც გამიჩნდა იყო, რომ „მერიკოს უნდა ვაჩვენო“ და ვეუბნები „მერიკო შეხედე ეს შენი ქალაქია“ შემომხედა და მეკითხება „ეს დიღომია?“ შესაბამისად ჩემი მხრიდან როგორც ჩანს არასწორი კომუნიკაცია იყო. ამან დამაფიქრა არაერთხელ, რომ როგორ უნდა ვიქონიოთ კომუნიკაცია ჩვენ, დევნილი ბავშვების მშობლებმა ისე, რომ მათ ჰქონდეთ არა მხოლდ მწვავე განცდა იმისა რომ დაბრუნდნენ, არამედ ჰქონდეთ სწორი ხედვა რომ ომი ცუდია და ქვეყანა უნდა გამთლიანდეს მაგრამ მშვიდობიანი გზით, რომ ამისთვის შრომაა საჭირო, რომელსაც პირველ რიგში განათლება და შინაგანი მზაობა სჭირდება. “ - ამბობს თეა წულუკიანი.