მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 646 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეული დაავადება 134.95 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ს მსოფლიოში 10 712 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 2.9 მილიონს გადააჭარბა.
გაერო-ს ორგანიზაციის მიერ ბოლო ერთ დღეში აღრიცხული ახალი შემთხვევების 34 პროცენტზე მეტი ევროპის რეგიონზე მოდის, მეორე ადგილზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაა, მესამეზე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.