logo_geo
eng_logo
დათო ლორთქიფანიძე: ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ აღმშენებლობას, რომელიც ახლა გვაქვს
- +

ავტორი ანა ფერაძე

13 ივლისი. 2016. 18:49


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დათო ლორთქიფანიძემ „რეპორტიორთან" „ქართული ოცნების" ახალ სახეებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალი სისხლი, ახალი ადამიანები პარლამენტს სჭირდება. „ოცნების" ახალი სახეები კი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ.



„ყველაფერს, მათ შორის საპარლამენტი საქმიანობასაც სჭირდება განახლება, ახალი სისხლი, ახალი ადამიანები. ვფიქრობ, დღეს წარმოდგენილი კანდიდატები პასუხობენ იმ მოთხოვნას, რომ მათ აქვთ სათანადო ცოდნა, საინტერესო გზა აქვთ გავლილი და ახლა უკვე ამომრჩეველზეა დამოკიდებული, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ აღმშენებლობას, რომელიც ახლა გვაქვს.

 

თუ ვინ იქნება კიდევ „ქართული ოცნების" ახალ სიაში, კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ რაც უფრო მეტი ავტორიტეტული, საზოგადებისთვის ცნობილი და მიღებული ადამიანები იქნებიან, ეს ჩვენი გუნდისთვის უკეთესი იქნება.

 

ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების" სიაში მეც ვიქნები", - განაცხადა დათო ლორთქიფანიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner