logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: სიისთვის ბევრი კანდიდატია... მინისტრების ჩართვა არ გახდება საჭირო ...
- +

13 ივლისი. 2016. 18:50


„ქართული ოცნების" ახალი სახეები არიან მაღალი დონის პროფესიონალები",- ასე შეაფასა „რეპორტიორთან" საუბრისას  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნების" ახალი სახეები.


„ქართული ოცნების" ახალი სახეები არიან მაღალი დონის პროფესიონალები, დაჯილდოებულები გუნდურობის მაღალი განცდით. ისინი მოემსახურებიან საქართველოს დიდი პატრიოტიზმის გრძნობით",- აღნიშნა ვოლსკიმ.

 

ვოლსკის თქმით, მინისტრების - კახი კალაძის, თეა წულუკიანის, დავით სერგეენკოს და ოთარ დანელიას  საპარლამენტო სიაში გადანაცვლებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს  არ შეესაბამება.

 

„სიისთვის ბევრი კანდიდატია.   მინისტრების ჩართვა არ გახდება საჭირო, მითუმეტეს, რომ საპარლამენტო სიაში ამდენი მინისტრის გადანაცვლება გამოიწვევს მთავრობის ხელახლა დამტკიცების საჭიროებას",- განაცხადა ვოლსკიმ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner