logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: აგერ ნახავთ, 15 მაისს ე.წ. ოპოზიცია იმდენ ხალხს გამოიყვანს, რამდენიც ცხონებული ბებიაჩემის, ოლღა ნიკოლეიშვილის ორმოცში ჭურისთავზე იჯდა
- +

12 აპრილი. 2021. 12:23

 

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, გაზეთ „ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში ოპოზიციაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.

 

გვენეტაძე ინტერვიუში ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაანონსებულ აქციასაც ეხმაურება.

 

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს კონკრეტული ქალბატონი – ელენე ხოშტარია რუსული ФСБ-ს ნომრიანი აგენტია. წერეთელზე, “კოკა-კოლას” ოფისთან ვცხოვრობ და სპორტული მანქანით პარლამენტთან საუკეთესო სპორტულ ფორმაში მყოფი შუმახერი ვერ მივიდოდა ისე სწრაფად, რა სისწრაფითაც იმ დღეს ელენე ხოშტარიამ და მისთანებმა პარლამენტში წინასწარ გამზადებული ტრანსპარანტები ააფრიალეს და ვითომდა გავრილოვის ჩამოსვლა გააპროტესტეს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის, რაც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ მოხდა, 1991 წლის 2 სექტემბრის ბინძური რიმეიკი გახლდათ, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლების დამხობა უნდა მოჰყოლოდა. მოგეხსენებათ, 2 სექტემბრის პროვოკაციას მართლაც მოჰყვა ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების დამხობა, რადგან მაშინდელ ე.წ. ოპოზიციას დიდი კავშირებისა და გავლენების მქონე ედუარდ შევარდნაძე მართავდა, მაგრამ ე.წ. გავრილოვის ღამეს დაწყებულმა ამბოხებამ ხელისუფლება ვერ შეცვალა, რადგან დასავლეთმა გადატრიალებას მხარი არ დაუჭირა და არც სააკაშვილს ჰქონდა შევარდნაძის დონის გავლენები.

 

გვენეტაძე თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილს „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერზე, მამუკა ხაზარაძეზე, კომპრომატები აქვს და მათი საშუალებით აშანტაჟებს.

 

„მე, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, არაერთისგან მსმენია იმის შესახებ, რომ იმ დღეს მამუკა ხაზარაძე ცხონებულ მერაბს საცემრად კინაღამ მისწვდა. ასეთი ზნეობის კაცი, ცხადია, კომპრომეტირებული იქნება და ასეცა... თქვენ რა გგონიათ, მამუკა ხაზარაძე რომ ხალხს ბიზნესებსა და ქონებებს ართმევდა, ამას სააკაშვილის, ადეიშვილისა და მერაბიშვილის გარეშე ჩადიოდა? ცხადია, სააკაშვილის ყველაფრის კურსში იყო და მისი დასტურით ხდებოდა ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს მამუკა ხაზარაძის შესახებ აქვს უბინძურესი კომპრომატები და სწორედ ამის საშუალებით აშანტაჟებს, აბა სხვანაირად სად გაგიგონიათ თქვენ, რომ ვაჭარი და თანაც მამუკა ხაზარაძის მსგავსად სულგაყიდული რევოლუციის მომხრე იყოს?

 

თემურ ჭყონია, როგორც ჩანს, პირადად დაკავშირებულია იმ ძალებთან, რომლებიც უშუალოდ სააკაშვილს პატრონობენ. ალბათ, სწორედ მათ აიძულეს ჭყონია, ამ საშიშ თამაშში ჩართულიყო, თორემ საქვეყნოდ ცნობილია, რომ „კოკა-კოლა“ ქვეყნების შიდა პოლიტიკაში არ მონაწილეობს და ეს უდიდესი და უძლიერესი კომპანიის ურყევი პოზიციაა. თემურ ჭყონიას კისერზეა თურქული კრედიტი, რომელიც მას შევარდნაძემ ჩამოაწერა. სხვათა შორის, ჭყონიამ შევარდნაძეს პატივისცემა იმით გადაუხადა, რომ „ვარდების რევოლუციის“ დღეებში სააკაშვილისა და მისი ხროვის გვერდით დადგა და მიტინგებზე განაცხადა, რომ შევარდნაძე უნდა წასულიყო. მაგრამ მე ყველაზე მეტად, იცით, რა მაკვირვებს? ჭყონიას, რომელიც იმ გიგა მაქარაშვილს აფინანსებს, რომელსაც გორში თავზე ფეკალიებით სავსე ვედრო ჩამოაცვეს და აფინანსებს იმ ხალხს, რომლებმაც პარლამენტის წინ ყველაფერი ააყროლეს, „კოკა-კოლას“ ახალი ქარხნის გახსნის ცერემონიაზე „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები რატომ დაჰყვებიან და ხელებს რატომ უთათუნებენ? კაცი ფულს არიგებს იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება დაემხოს და ხელისუფლება თემურ ჭყონიას ბიზნესპროექტებს უქებს?! არ არის ეს გასაკვირი და საოცრება? ისიც გასაკვირია, რატომ არ მიმართა საქართველოს ხელისუფლებამ „კოკა-კოლას“ ცენტრალურ ოფისს აშშ-ში და დღემდე რატომ არ გაარკვია, ახმარს თუ არა თემურ ჭყონია „კოკა-კოლას“ გაყიდვით ნაშოვნს ფულს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დამხობას?

 

რაც შეეხება 15 მაისს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას – აგერ ნახავთ, 15 მაისს ე.წ. ოპოზიცია იმდენ ხალხს გამოიყვანს, რამდენიც ცხონებული ბებიაჩემის, ოლღა ნიკოლეიშვილის ორმოცში ჭურისთავზე იჯდა“, – აცხადებს გვენეტაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner