logo_geo
eng_logo
იულია მენდელი: ვლადიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინთან საუბარი მოითხოვა, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღია
- +

12 აპრილი. 2021. 13:31

 

„დონბასში დაძაბულობის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინთან საუბარი მოითხოვა, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღია“, – ამის შესახებ ზელენსკის პრესსპიკერმა, იულია მენდელმა „როიტერს“ განუცხადა.

 

„რა თქმა უნდა, პრეზიდენტის აპარატმა მოითხოვა ვლადიმერ პუტინთან საუბარი. ჯერ პასუხი არ მიგვიღია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არ არის უარი დიალოგზე“, – აღნიშნა მენდელმა.

 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან 40 000-ზე მეტი ჯარისკაცი შეკრიბა და კიდევ 40 000 სამხედრო მოსამსახურე ყირიმში ჩაიყვანა. ვლადიმირ ზელენსკი კონფლიქტის ესკალაციის საკითხს პარიზში განიხილავს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner